ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
„საქართველოს ბანკი" მომხმარებელს განახლებულ "სტუდენტურ სესხს სთავაზობს
14/07/2011


პრესრელიზი

14 ივლისი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
სოფიო ბალავაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
"საქართველოს ბანკი"
+995 32 444 248
+995 77 720 144
sbalavadze@bog.ge 

„საქართველოს ბანკი" მომხმარებელს განახლებულ "სტუდენტურ სესხს სთავაზობს

[Publicity.Ge]თბილისი, 14 ივლისი, 2011 - თბილისი, 14 ივლისი, 2011 - "საქართველოს ბანკმა", საქართველოს წამყვანმა ბანკმა, დღეს განახლებული "სტუდენტური სესხის" შეთავაზების შესახებ განაცხადა. "საქართველოს ბანკის" "სტუდენტური სესხით" სარგებლობას მომხმარებელი კიდევ უფრო მოქნილი პირობებით შეძლებს - მსესხებელს აქვს არჩევანი, ისარგებლოს "სტუდენტური სესხით" უზრუნველყოფისა და თანამონაწილეობის გარეშე, ან თავდებობით და უძრავი ქონების უზრუნველყოფით. 

"საქართველოს ბანკის" "სტუდენტური" სესხით სარგებლობა შესაძლებელია როგორც საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, ისე კერძო საგანმანათლებლო საშუალო სკოლაში სწავლების ღირებულების დასაფინანსებლად.

"სტუდენტური სესხით" სარგებლობა შეუძლია ყველას, ვისი ყოველთვიური შემოსავალიც 200 ლარს (და მეტს) შეადგენს. "სტუდენტური სესხით" სარგებლობა შესაძლებელია როგორც აშშ დოლარსა და ევროში, ისე ეროვნულ ვალუტაში. სტუდენტური სესხის თანხა დამოკიდებულია სწავლის საფასურზე.

მომხმარებელი, რომელიც ისარგებელებს "საქართველოს ბანკის" "სტუდენტური სესხით" საჩუქრად გადაეცემა უნივერსალური მიმდინარე ანგარიში, დისტანციური საბანკო მომსახურების სრული პაკეტი და "საქართველოს ბანკის" ექსკლუზიურად სტუდენტებისთვის განკუთვნილი "სტუდენტური ბარათი".

დამატებითი ინფორმაციისთვის მომხმარებელს შეუძლია იხილოს "საქართველოს ბანკის" ვებგვერდი www.sb.ge  ან დარეკოს სატელეფონო ცენტრში 2 444 444.

წაკითხულია: 2531